ტუსინი – TUSSIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): გვაიფენეზინი/GUAIFENESIN

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 118 მლ
1 მლ (ჩ/კ).
გვაიფენეზინი…….  100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლიმონმჟავა, გლიცერინი, სიმინდის სიროფი, კარამელი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ბენზოატი, პროპილენგლიკოლი, მენთოლი, გამოხდილი წყალი, ალუბლის არომატიზატორი, საღებავი FD&C  წითელი №40.

ჩვენებები:
ზემო სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებები, მათ შორის მწვავე ვირუსული ინფექციები, გრიპი, მწვავე ლარინგიტი, ფარინგიტი ტრაქეიტი, ბრონქიტი, რომელთაც თან ახლავს ხველა ნახველით.

მიღების წესი და დოზირება:
ერთჯერადი დოზა:
1 ჩაის კოვზი = 1 TSP(საზომ ჭიქაზე)
ბავშვებში 2-დან 6
წლამდე: 1/2-1 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში.
ბავშვებში 6-დან 12
წლამდე: 1/2 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში.
12 წლის
ზევით
ბავშვებსა
და
მოზრდილებში:
2/4 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში.
2 წლამდე
ასაკის
ბავშვებისათვის: საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გამოიყენება არა უმეტეს 4-6-ჯერ დღე-ღამეში. პრეპარატის მიღება აუცილებელია ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა აღინიშნოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები:
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ, ნერვული სისტემის მძიმე ორგანული დაავადებები; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, კუჭიდან სისხლდენა ანამნეზში.

განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უნდა იქნეს შეთანხმებული ექიმთან.

ჭარბი დოზირება:
გვაიფენეზინის განსაკუთრებით დიდმა დოზებმა შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება.  ღებინების შემთხვევაში საჭიროა ორგანიზმის სითხით უზრუნველყოფა და ელექტროლიტების დონის კონტროლი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– პრეპარატი არ ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტებთან ერთად და ასევე 2 კვირის განმავლობაში პრეპარატების მოხსნიდან.
– პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ბრონქოლიტიკებთან, ანტიმიკრობულ პრეპარატებთან და საგულე გლიკოზიდებთან ერთად.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

გაფრთხილება