უნიკლოფენი 0,1% / Uniclophen 0,1%

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დიკლოფენაკი/diclofenac

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება

შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: დიკლოფენაკ ნატრიუმი 1მგ 1მლ ხსნარში.
სხვა ინგრედიენტები:
• ბორის მჟავა, ბორაქსი, პროპილენ გლიკოლი, დინატრიუმ ედეტატ დიჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი – როგორც კონსერვანტი, საინექციო წყალი.

ჩვენებები
უნიკლოფენი არის ხსნარი, რომელიც გამოიყენება თვალისათვის. ის აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს დიკლოფენაკ ნატრიუმს.
უნიკლოფენი ხსნის ტკივილს და საგრძნობლად ამცირებს თვალის მექანიკური დაზიანებით და ალერგიით გამოწვეულ ანთებით რეაქციებს.
უნიკლოფენი გამოიყენება თვალის არა-ინფექციური ანთებითი პროცესის სამკურნალოდ, განსაკუთრებით კი კონიუქტივის და რქოვანას ალერგიული წარმოშობის ქრონიკული ანთების სამკურნალოდ. ის ასევე გამოიყენება წამწამების არაბაქტერიული ანთების სამკურნალოდ, თვალში უცხო სხეულების მოხვედრითა და დამწვრობით გამოწვეულ უმნიშვნელო ტრამვების სამკურნალოდ. ფოტოფობიისა და UV რადიაციით დასხივების შედეგად (მზის სხივები, შედუღება) რქოვანაზე გაჩენილი წყლულების სამკურნალოდ.
უნიკლოფენი ასევე გამოიყენება წანა საოპერაციო მოსამზადებელ ეტაპზე, ოპერაციის დროს თვალის გუგის Aშევიწროვების შესამცირებლად, კისტოზური მასკულარული ედემა (ბადურის ცენტრის ჩამოშლა) და თვალის სხვადასხვა ოპერაციების დროს მომატებული საპასუხო რეაქციების შესასუსტებლად.
უნიკლოფენი გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესები და დოზები
უნიკლოფენი უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უნიკლოფენი, ჩვეულებრივ ინიშნება:
უფროსები:
თვალის არა ინფიცირებული ანთების დროს ჩვეულებრივ 1-2 წვეთი თვალის ქუთუთოში – 3-5-ჯერ დღეში.
თვალის ოპრეციების დროს გუგის შევიწროების თავიდან ასაცილებლად, ქირურგიულ ჩარევამდე 3 საათით ადრე 1 წვეთი 6-ჯერ თვალის ქუთუთოში (30 წუთიანი ინტერვალებით).
2წლის ასაკის ზემოთ ბავშვები:
დანიშნულება და დოზირება უნდა შეირჩეს ოფთალმოლოგ-პედიატრის მიერ. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ამბულატორიულ პირობებში ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. A
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

კონტაქტური ლინზების მომხმარებელთათვის:
თუ თქვენ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, უნიკლოფენი-ის მიღებამდე უნდა ამოიღოთ ისინი. პრეპარატის მიღებიდან 20 წუთის გასვლის შემდეგ შეიძლება ლინზების თვალში მოთავსება.

გამოყენების ინსტრუქცია:
1. დაიბანეთ ხელები და დაჯექით კომფორტულად.
2. მოატრიალეთ ფლაკონის თავი.
3. დაიჭირეთ ფლაკონი ორი თითით თავით ქვემოთ.
4. ფრთხილად ჩამოსწიეთ ქვემოთ თვალის ქუთუთო.
5. პიპეტის ბოლო მიიტანეთ თვალთან ახლოს ისე, რომ ის არ შეეხოს თვალს და მიმდებარე უბნებს.
6. ფრთხილად დააჭირეთ ფლაკონს ისე, რომ მხოლოდ 1-2 წვეთი მოხვდეს თვალში. ჩამოსწიეთ ქუთუთო.
7. დააჭირეთ თითი დაზიანებული თვალის ცხირთან კუთხეს და გააცერეთ 1 წუთი.
8. გაიმეორეთ სხვა თვალში იგივე, თუ ექიმმა გითხრათ ამის შესახებ.
9. გამოყენების შემდეგ დაუყონებლივ დახურეთ ფლაკონი.

გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, უნიკლოფენი-ს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გაურესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
უნიკლოფენი არ მიიღება:
• თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) დიკლოფენაკ ნატრიუმის ან უნიკლოფენი -ის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
• თუ აცეტილსალიცის მჟავა თქვენში იწვევს ასთმას, ჭინჭრის ციებას (ურტიკარია) ან ცხვირის სისველეს (მწვავე რინიტი).
• ორსულობის ბოლო სამი თვე.
• პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

უნიკლოფენი სიფრთხილით ინიშნება თუ:
• თუ თქვენ იმყოფებით ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ან ლაქტაციის პერიოდში (პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებულად სერიოზული მიზეზების გამო).
• პაციენტებში კუჭისა და წვრილი ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებით.
• პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან სისხლდენებისკენ (სისხლდენის რისკი იზრდება ოპერაციის დროს).
• პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს (სისხლდენის რისკი იზრდება ოპერაციის დროს)

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ორსულობა
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში პრეპარატის მიღება დაუშვებელია. ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
ლაქტაცია
ლაქტაციის დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები
უნიკლოფენი-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვინაიდან პრეპარატი ოფთალმოლოგიური დანიშნულების ხსნარია, მას არ აქვს კავშირი საკვებისა და სასმელის მიღებასთან.

ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვა
პრეპარატის მიღებიდან მოკლე დროში შეიძლება განვითარდეს დაბინდული მხედველობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვის გართულება, რაც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. აქედან გამომდინარე რეკომენდირებულია მითითებული აქტივობების გამოვლენამდე გავიდეს 15 წუთი პრეპარატის მიღებიდან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნიკოლოფენი -ის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
დოგლიქსი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. პრეპარატის გამოყენების დროს არ უნდა იქნას გამოყენებული მსუბუქი საკონტაქტო ლინზები. მყარი საკონტაქტო ლინზები უნდა იქნას ამოღებული პრეპარატის მიღების წინ და უკან უნდა დაბრუნდეს პრეპარატის მიღებიდან 20 წუთის შემდეგ.

ჭარბი დოზირება
დადგენილი დოზირების დაცვის შემთხევევაში ზედოზირება გამორიცხულია.
მოზრდილების მიერ პრეპარატის შემთხვევით მიღების შემთხვევაში, არაადექვატური რეაქცია არ არის მოსალოდნელი.
ბავშვებში ზედოზირების ან შემთხვევით პერორალურად მიღების შემთხვევაში, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ დაგავიწყდათ უნიკლოფენი- მიღება:
გახსენების შემდეგ პრეპარატი მიიღეთ დაუყონებლივ, დაიცავით ჩვეული დოზის ჩვეულ დროს მიღება.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ შეწყვეტთ უნიკლოფენი-ს მიღებას:
უნიკლოფენი-ს მიღება არ შეწყვიტოთ ექიმის მითითების გარეშე. პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
უნიკლოფენი-ს შეიძლება ურთიერთქმედება ჰქონდეს სხვა პრეპარატებთან.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რაიმე სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.
ზოგიერთმა სხვა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს უნიკლოფენი-ის მიღებაზე ან პირიქით.
უნიკლოფენი შეიძლება დაინიშნოს ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებთან ერთად, მაგრამ ეს საჭიროებს სიფრთხილეს.

თუ თქვენ იღებთ ადგილობრივ სტრეოიდებს, Aაუცილებელია თქვენმა ექიმმა იცოდეს ამის შესახებ.
P პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს ან აწუხებთ სისხლის შედედების დარღვევა, უნიკლოფენი-ით მკურნალობისას შეიძლება ადგილი ქონდეს სისხლენის გახანგრძლივებას.

თუ თქვენ იღებთ სხვა თვალის წვეთებს, აუცილებელია თქვენმა ექიმმა იცოდეს ამის შესახებ, რათა დადგინდეს მათი ერთდროული მიღების მიზანშეწონილობა.
მიზანშეწონილია, რომ უნიკლოფენი-ისა და სხვა პრეპარატების მიღებათა შორის იყოს 5 წუთიანი ინტერვალი.

გამოშვების ფორმა: 0.1% თვალის წვეთები 5მლ ფლაკონი #1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Unimed Pharma, სლოვაკეთი

გაფრთხილება