ვეა ოლიო / VEA OLIO

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
ვიტამინი  E აცეტატი/tocoferol acetat

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
დერმატოლოგია

100% 
ვიტამინი  E აცეტატი –  ქავილი, სიმშრალე, სისხლმდენი ნახეთქები, სიწითლე
სქელი თაფლის მსგავსი კონსისტენცია, წარმოქნის დამცავ  ანტიოქსიდანტურ ფენას, მდგრადია წყლის, საპნის,  ურეაზას მიმართ
• გამოიყენება ბავშვებში დაბადების პირველივე დღეებიდან და ორსულებში
• არ შეიცავს: სტეროიდებს, შემნახველებს, პარაბენს, დანამატებს, არომატიზატორებს
• არ შეიცავს წყალს, რომ არ შეიქმნას მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის სასარგებლო გარემო
• წარმოქმნის დამცავ ანტიოქსიდანტურ ფენას,  არის გამძლე  საპონის, წყლის, ურეაზას მიმართ.
• ნიკელზე და გლუტეინზე ტესტირებული

ჩვენება
კანი – კონტაქტური დერმატიტი, ქრონიკურლი ეგზემა, ფსორიაზი, დიაბეტური ტერფი
ტუჩი – ჰეილიტი, ნახეთქები, სიწითლე, დამწვრობა
ფრჩხილი – მსხვრევადი და მშრალი სუსტი ფრჩხილები, ყვითელი ფრჩხილის სინდრომი
პერიგენიტალური და პერიანალური ზონა – სიმშრალე, დისკომფორტი, სიწითლე, ქავილი, ეპიზიოტომია, ფიმოზის ოპერაციის შემდეგ,  არასპეციფიური და სებორეული  ბალანიტი, არასპეციფიური ვულვიტი, ვულვოდინია, სკლეროატროფიული ლიქენი

ანალური ზონა – სიხლდენა ანალურ ნაწილში, ჰემოროიდული კვანძები
ლაქტაციის პერიოდი – დახეთქილი ძუძუს დვრილების მკურნალობა და პრევენცია. არ საჭიროებს ჩამობანას

პირის ღრუ – ერთეული აფთები, სტომატიტი, წყლულები, პროთეზირებით გამოწვეული გაღიზიანება, ქირურგიული მანიპულაციების შემდგომ, დამწვრობა, შეგრენის სინდრომი, ქსეროსტომია
გამოყენების წესი
• 2-3 ჯერ დღეში, ასევე საჭიროებისამებრ ყოველ 1 საათში -7-14-28 დღე
• ქრონიკულ შემთხვევებში  გამოიყენება, როგორც მუდმივი მოვლის საშუალება

ასევე, შესაძლებელია  ვეა ოლიოს გამოყენება გაყინული ფორმით (უნდა მოთავსდეს საყინულეში), დიდხანს რჩება შესაბამის ზონაზე და აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისებები
გამოშვების ფორმა:
20 მლ
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Hulka Srl, იტალია

გაფრთხილება