Category Archives: უროლოგია

პოსტტრანსფუზიური ნეფრონეკროზი

პოსტტრანსფუზიული ნეფრონეკროზი

პოსტრანსფუზიური ნეფრონეკროზი, პოსტრანსფუზიური ნეფრონეკროზი – ეტიოლოგია და პათოგენეზი, პოსტრანსფუზიური ნეფრონეკროზი – კლინიკური სურათი, პოსტრანსფუზიური ნეფრონეკროზი – მიმდინარეობა და პროგნოზი >>>

Read More

ღამის ენურეზი

ენურეზი ძილის დროს შარდის შეუკავებლობაა, რაც ბავშვებში გარკვეულ ასაკამდე ბუნებრივ მოვლენად ითვლება. 4-5 წლის ასაკში ძილის დროს შარდვა ბავშვთა 20%-ში აღინიშნება, 6-7 წლის ასაკში – 10%, 15-17 წლის ასაკში – 1%, ენურეზი უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. ახალშობილებში შარდის გამოყოფა უპირობო რეფლექსის ტიპით ხორცილდება: შარდის ბუშტის ავსება იწვევს მისი კედლის დაჭიმვასა და მექანორეცეპტორების გაღიზიანებას, აფერენტული

Read More

ლიპოიდური ნეფროზი

ლიპოიდური ნეფროზი

ლიპოიდური ნეფროზი თირკმლის გორგლების ამომფენი ეპითელიუმის დაზიანებაა, რომლის დროსაც იზრდება გორგლების განვლადობა სისხლის შრატის ცილების მიმართ. დაავადება ხასიათდება ნეფროზული სინდრომის უეცარი განვითარებით, ყველა ნიშნის მაქსიმალური  გამოვლენით. განსაკუთრებით გამოხატულია სახის, წვივების,  ტერფების, ფერმკთალი შეშუპება. თუმცა ლიპოიდური ნეფროზის დროს გლომერულონეფრიტისაგან და ყველა მეორადი გლომერულოპათიებისაგან განსხვავებით, არ აღინიშნება ჰემატურია  და არტერიული ჰიპერტენზია.

Read More

თირკმლის ჰიპოპლაზია

თირკმლის ჰიპოპლაზია

თირკმლის ჰიპოპლაზია, თირკმლის ჰიპოპლაზია – დიაგნოსტირება, თირკმლის ჰიპოპლაზია – მკურნალობა >>>

თირკმლის ჰიპოპლაზია  ხასიათდება ძირითადად ერთი, იშვიათად კი ორივე თირკმლის ზომაში მნიშვნელოვანი შემცირებით. განასხვავებენ თირკმლის ჰიპოპლაზიის  ორ ფორმას: რუდიმენტული  თირკმელი (დისპლაზირებული) და ჯუჯა თირკმელი, ნეფრონების ნორმალური აგებულების ფონზე მათი რაოდენობის შემცირებით. ჰიპოპლაზირებული თირკმლის სისხლმომარაგება არასაკმარისია, რაც არცთუ იშვიათად რთულდება ნეფროგენული ჰიპერტონიით. ჰიპოპლაზირებული თირკმელში ვითარდება ყველა ის დაავადება, რაც შეიძლება განვითარდეს ნორმალურად ფორმირებულ თირკმელში.

Read More

თირკმლის დისტოპია

თირკმლის დისტოპია

თირკმლის დისტოპია, თირკმლის დისტოპია – კლინიკური სურათი, თირკმლის დისტოპია – მკურნალობა >>>

თირკმლის დისტოპია  თირკმლის მდებარეობის თანდაყოლილი ცვლილებაა,  რაც ვითარდება ემბრიონალურ პერიოდში, როდესაც ნორმაში ხდება თირკმლის მენჯის ღრუდან წელის მიდამოში გადაადგილება და საკუთარი ღერძის გარშემო შემოტრიალება. აღნიშნული პროცესის შეფერხებისას ადგილი აქვს თირკმლის, უფრო ხშირად კი  მარცხენა  თირკმლის დისტოპიას.  განასხვავებენ მენჯისმიერ, წელისა და თეძოსმიერ დისტოპიას. თირკმლის დისტოპია ხელს უწყობს შემდგომში   შარდის ქრონიკული სტაზის, ჰიდრონეფროზის,  ქრონიკული პიელონეფრიტისა და შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებას.

Read More