ფიმოზი, პარაფიმოზი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიმოზი, პარაფიმოზი – ფიმოზი წარმოადგენს ჩუჩის თანდაყოლილ დაგრძელებასა და შევიწროებას. გამოყოფენ ორ ფორმას: 1. ჰიპერტროფული ფიმოზი – ჩუჩის თანდაყოლილი ,,ხორთუმისებური” დაგრძელება და შევიწროება, რომლის ქვეშ ადვილად ვითარდება მორეციდივე ანთება, შარდვის დარღვევები იწვევს მანკიერ წრეს და პრეპუციალური პარკის ზომების გადიდებას; 2. ატროფული ფიმოზი – ჩუჩის შევიწროება ასაკობრივი ატროფიის,