ზიგოტა
ზიგოტა – (zygota ბერძნ. zygote – შეწყვილებული) ორი გამეტის შეერთების დროს წარმოქმნილი უჯრედი (მაგ., განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, რომელიც იქმნება მამრობითი და მდედრობითი სასქესო უჯრედების შეერთებით. ზიგოტა შეიცავს ქრომოსომების დიპლოიდურ ნაკრებს, რომელიც შედგება მამისა და დედის ხაზებით გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი ორი ჰაპლოიდური ნაკრებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) – სასქესო