ვირილიზმი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვირილიზმი – (ლათ. virilis – მამაკაცის მამაკაცისათვის შესაფერისი), მასკულინიზაცია (ლათ. masculinus – მამაკაცის, მამრობითი სქესის), ქალებში მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნების გაჩენა. ვირილიზმის დროს აღინიშნება ხმის გაბოხება, ტანზე თმის ამოსვლა, წვერ – ულვაშის ზრდა, გარეთა სასქესო ორგანოების გადიდება, შიგა სასქესო ორგანოების განუვითარებლობა (მოზრდილებში ატროფია), მენსტრუაციის უქონლობა ან დაწყებისთანავე