ჰემორაგიული დიათეზები და სინდრომები
ჰემორაგიული დიათეზები და სინდრომები hemorrhagic diathesis (II) არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე დასაწყისი იხ. >>> ვილებრანდის დაავადება – ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მემკვიდრული ჰემორაგიული დიათეზი. სისხლძარღვის ენდოთელში სინთეზირებული VIII ფაქტორის მაკრომოლეკულური კომპონენტის მემკვიდრულად გადაცემული დეფიციტი ან ანომალური სტრუქტურა. პათოგენეზი. ირღვევა სისხლძარღვთა კედლების ზემოქმედება თრომბოციტებთან, რის გამოც მატულობს მიკროსისხლძარღვების მტვრევადობა, მკვეთრად მატულობს სისხლდენის დროს, ქვეითდება თრომბოციტების ადჰეზიურობა სუბენდოთელის მიმართ.