მწვავე პანკრეატიტი
მწვავე პანკრეატიტი acute pancreatitis არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე მწვავე პანკრეატიტი – დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს კუჭქვეშა ჯირკვლის ავტოლიზი, რომელიც განპირობებულია ფერმენტთა აქტივაციით. მწვავე პანკრეატიტი – ეტიოლოგია. მწვავე პანკრეატიტის მიზეზები შესაძლოა იყოს ალკოჰოლი, მეტისმეტად ცხიმიანი პროდუქტების მიღება, ასევე ქოლეცისტიტი და ქოლედოქოლითიაზი, თორმეტგოჯა ნაწლავის დივერტიკულიტები და სხვ.