ეზოფაგიტი
ეზოფაგიტი esophagitis არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე ეზოფაგიტი – საყლაპავის ანთება. განახვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ეზოფაგიტებს. ეტიოლოგია, პათოგენეზი მწვავე ეზოფაგიტები ვითარდება საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით ცხელი საკვებითა და სასმელით, ქიმიური ნივთიერებებით (კოროზიული ეზოფაგიტები), მწვავე ინფექციური დაავადებების დროს (ქუნთრუშა, დიფთერია, სეფსისი და სხვ.) ხშირად თან ახლავს მწვავე ფარინგიტებს, გასტრიტებს. ქვემწვავე და ქრონიკული ეზოფაგიტი ვითარდება ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებლების