ნაღვლგამომყოფი გზების სტრიქტურა
ნაღვლგამომყოფი გზების სტრიქტურა biliary stricture არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე ნაღვლგამომყოფი გზების სტრიქტურა – ნაღვლგამომყოფი გზების ნაწიბუროვანი შევიწროება; წარმოიქმნება ნაღვლგამომყოფ გზებზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევების, ასევე სხვა დაზიანებების შემდეგ. ნაღვლგამომყოფი გზების სტრიქტურა – სიმპტომები. ვლინდება სიყვითლე, რომელიც წარმოიქმნება ოპერაციის შემდეგ, ან მუდმივი გარეთა ნაღვლოვანი ფისტულა, შემცივნება, აქოლია, დისპეფსია და სხვ. დაზიანებების მხოლოდ 5% ვლინდება ოპერაციის მსვლელობისას, დიდი ნაწილი