ბენიეს ცისტადენია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბენიეს ცისტადენია – კეთლთვისებიანი ეპითელიური ცისტადენომა. ერუპტიული ჰიდრადენომა, სირინგოცისტადენომა, საოფლე ჯირკვლების ადენომა: ხშირად გვხვდება ქალებში – კისერზე, გულმკერდის წინა ზედაპირზე და მუცლის არეში. აღინიშნება პატარა ქინძისთავისა და ცერცვისოდენა ხორკლები, მრგვალი ან ოვალური, კანის ფერით ან მოყვითალო სადა ზედაპირით, რბილი კონსისტენციისაა. სუბიექტურ გამოვლინებებს არ იწვევს და არ ახასიათებს