ჭიპლარი (ჭიპის ბაგირაკი )
ჭიპლარი (ჭიპის ბაგირაკი ) – (fumiculus umbilicalis) ორგანო, რომელიც ჩანასახის სხეულს აერთებს პლაცენტასთან. ჭიპლარის საფუძველია ლაბისებრი (ჟელატინისებრი) ლორწოვანი შემაერთებელი ქსოვილი (tela mucoidea conneciens), რომელიც გარედან შემოსაზღვრულია ამნიონის გარსით. ჭიპლარი შეიცავს ორ არტერიასა და ვენას, აგრეთვე რედუცირებულ პროვიზორულ ორგანოებს – ყვითრის პარკსა და ალანტოისის ნაშთს. ამნიონის გარსთან შეზრდილი შემაერთებელი ქსოვილი ჭიპლარის არტერიებს იცავს ზეწოლისაგან და ამით