Tag Archives: აგებულების

ცისტრონები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტრონები – ცილის მთლიანი მოლეკულის აგებულების შესახებ ინფორმაციის გადაცემაში მონაწილე რამდენიმე გენის რთული ფუნქციური გაერთიანებანი. ცისტრონების როლის შესრულება შეუძლია დნმ – ის მოლეკულის გარკვეულ უბნებს, რომლებშიც წარმოიქმნება რნმ – ის მოლეკულები, რომლებიც ბირთვიდან ციტოპლაზმაში გადასცემენ გენეტიკურ ინფორმაციას სპეციფიკური ცილების სინთეზის შესახებ. ტერმინი შემოიღო ბენზერმა (1957). (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

შედარებითი ციტოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შედარებითი ციტოლოგია – ციტოლოგიის მიმართულება, რომელიც შედარებით ასპექტში შეისწავლის სხვადასხვა ტიპის ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების წარმომადგენელთა  უჯრედების აგებულების თავისებურებებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შედარებითი ანატომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შედარებითი ანატომია – ანატომიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ცხოველური ორგანიზმისა და მისი ორგანოების აგებულების და განვითარების კანონზომიერებებს ევოლუციის პროცესში, დაწყებული უმდაბლესი ფორმებიდან უმაღლესამდე, სხვადასხვა სისტემატური ჯგუფის ცხოველთა შეპირისპირების გზით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრომატინული შრე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომატინული შრე – (stratum chromatinosum ბერძნ.chroma  –  ფერი)   ინტერფაზური უჯრედის ბირთვის ღებვადი გარეთა შრე, რომელიც ციტოპლაზმასა და კარიოლიმფის საზღვრებზე მდებარეობს. ს.ი.შჩელნუკოვის (1962) მონაცემების თანახმად, ის შედგება დნმ – ის შემცველი ქრომატინისაგან და განსაზღვრავს ბირთვულ – ციტოპოლაზმური ურთიერთქმედების ხასიათს ინტერფაზის განმავლობაში, განაპირობებს რა  უჯრედების ზრდის, დიფერენცირებისა და ფუნქციონირების

Read More

უჯრედის ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ცენტრი – (centrum cellulae იხ.სინ.ცენტროსომა) უჯრედის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოიდი – მისი კინეტიკური ცენტრი. იგი შედგება ერთი ან ორი თვითრედუპლიცირებადი წარმონაქმნის, ე.წ.ცენტრიოლისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ცენტროდესმოზით და გარშემო შემორტყმულია ნათელი ციტოპლაზმით (ცენტროსფეროთი). თუ ცენტროსფეროში რადიალურად მიმართული ციტოპლაზმური ძაფებია, მას ასტროსფეროს უწოდებენ. ზოგჯერ ყველა აღნიშნულ ტერმინს:

Read More