Tag Archives: აკონტროლებს

რეტიკულური ფორმაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულური ფორმაცია – 1. (formatiore ticularis; სინ.: რეტიკულური სუბსტანცია)  სტრუქტურების ერთობლიობა, რომლებიც მდებარეობს ტვინის ღეროსა და ზურგის ტვინის ცენტრალურ ნაწილებში. რეტიკულური ფორმაციისათვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობით ნერვული ბოჭკოების არსებობა,  რომლებიც მიემართებიან სხვადასხვა მიმართულებით, რის გამოც მოცემული წარმონაქმნი მიკროსკოპის ქვეშ მოგვაგონებს ბადეს. 2.  სტრუქტურების ერთობლიობა თავის ტვინის ცენტრალურ განყოფილებებში;

Read More

მემკვიდრეობითი კოპროპორფირია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მემკვიდრეობითი კოპროპორფირია – ავტოსომური – დომინანტური დაავადება, მიეკუთვნება პორფირიების ჯგუფს. ხასიათდება კოპროპორფინოგენოქსიდაზის დეფიციტით, რაც იწვევს პორფირინების წინამორბედების ჰიპერპროდუქციას, განავალთან კოპროპორფირინების მომატებულ ექსკრეციას და ვლინდება ნევროლოგიური დარღვევებითა და მზის სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მაკრონუკლეუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკრონუკლეუსი – (macronucleus ბერძნ.macros დიდი და ლათ.nucleus – ბირთვი) – ინფუზორიების დიდი პოლიპლოიდური ბირთვი, რომელიც მდიდარია დნმ – ით და აკონტროლებს უჯრედში ვეგე­ტატიურ და სინთეზურ პროცესებს. ასეთი ბირთვების პოლიპლოი­დიის დონემ შეიძლება რამდენიმე ათასს მიაღწიოს. იხ.მიკრონუკლეუსი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

ექსტრაპირამიდული სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსტრაპირამიდული სისტემა – ცენტრალური ნერვული სისტემის სტრუქტურების ანატომიურ – ფუნქციური გაერთიანება, რომელიც მონაწილეობს მოძრაობისა და კუნთოვანი ტონუსის რეგულაციაში და დაკავშირებული არაა კორტიკოსპინურ ტრაქტებთან. მათ მიეკუთვნება ბაზალური განგლიები, მათი კავშირები ღეროს რეტიკულურ ფორმაციასთან, ნათხემთან, დიდ ნახევრსფეროებთან. აკონტროლებს და კოორდინაციას უწვეს პოსტურალურ სტატიკურ შემანარჩუნებელ და ლოკომოტორულ მექანიზმებს. გაფრთხილება! ბმულები:

Read More