ალიმენტური დისტროფია
ალიმენტური დისტროფია alimentary dystrophy
ალიმენტური დისტროფია – ხანგრძლივი დროის განმავლობაში კვების უკმარისობით გამოწვეული დაავადება, რომელიც ხასიათდება ზოგადი დაუძლურებით, ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის მოშლით, ორგანოებისა და ქსოვილების დისტროფიითა და მათი ფუნქციის დარღვევით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ორგანიზმში საკვები ნივთიერებების არასაკმარისი შეღწევა და მათი შეწოვა, რაც განპირობებულია როგორც ეგზოგენური ასევე ენდოგენური მიზეზებით (საყლაპავის სიმსივნური, ნაწიბუროვანი შევიწროება, ასევე პილორუსის; საჭმლის მონელების და შეწოვის უკმარისობის სინდრომი). გარკვეული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ აბსოლუტურ, არამედ საკვების კალორიულობის შეფარდებით დაქვეითებასაც, საკვების რაციონის თვისებრივ ცვლილებებს, განსაკუთრებით კი ცილების, ცხიმების დეფიციტს; შეუცვლელი ამინომჟავების უკმარისობა, ცხიმოვანი მჟავეებისა და ვიტამინების (პირველ რიგში ცხიმში ხსნადის).