Tag Archives: ამორფული

უჯრედშორისი ნივთიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედშორისი ნივთიერება – (substantia intercellularis) – ფიბრობლასტური რიგის უჯრედების დიფერენცირების პროდუქტი, რომელიც შედგება ბოჭკოვანი სტრუქტურების, ამორფული (ძირითადი) ნივთიერებისა და ქსოვილოვანი სითხისაგან. უჯრედშორისი ნივთიერება შეიცავს კოლაგენურ, პრეკოლაგენურ, რეტიკულურ და ელასტიკურ ბოჭკოებს , აგრეთვე ამორფულ ნივთიერებას ქსოვილოვანი სითხით. ხრტილოვან ქსოვილში ის შეიცავს ქონდრულ ბოჭკოებსა და ქონდრიომუკოიდს, ძვლოვან ქსოვილში –

Read More

ბაზალური მემბრანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზალური მემბრანა – (membrana basalis ბერძნ.basis – სა­ფუძველი) რთული, დინამიური, აქტიური ნახშირწყლოვან – ცილოვან – ლიპიდური კომპლექსია და მაორგანიზებელ ფუნქციას ასრუ­ლებს შე­მაერთებელი ქსოვილის უჯრედებს, მის წარმონაქმნებსა და სხვა მუშა ქსოვილოვან ელემენტებს შორის. ქსოვილის შემადგენელი უჯრედები და მათი წარმონაქმნები მეზობელ სხვა ქსოვილთა უჯრედებისაგან გამიჯ­ნულია ბაზალური მემბრანით (ბაზალური ფირფიტა).

Read More

ამორფული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ამორფული – ა) ფორმის არმქონე ბ) კრისტალური აგებულების არმქონე (მაგ. ქარვა,ფისი და სხვ.)