Tag Archives: ანასტომოზი

პორტოკავალური ანასტომოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პორტოკავალური ანასტომოზი – ([vena] portae კარის ვენა +[vena] cava ღრუ ვენა) ბუნებრივი ან ქირურგიული ჩარევით შექმნილი შესართავი პორტულ სისტემასა და ღრუ ვენებს შორის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მეზენტერულ – კავალური ანასტომოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზენტერულ – კავალური ანასტომოზი – (ლათ. [vena] Mesenterica ჯორჯალი + [vena] cava ღრუ ვენა; ანასტომოზი) შესართავის შექმნის ქირურგიული ოპერაცია ჯორჯალის ზედა ვენასა და ქვედა ღრუ ვენას, ან მის ტოტებს შორის. ოპერაცია ტარდება პორტული ჰიპერტენზიის დროს, (რომელიც განპირობებულია ღვიძლის ციროზით ან კარის ვენისა და მისი ტოტების ფლებოთრომბოზით), რათა

Read More

კავოპულმონური ანასტომოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კავოპულმონური ანასტომოზი – (ლათ. [vena] cava ღრუ ვენა + pulmonalis ფილტვისმიერი + ანასტომოზი) სისხლძარღვოვანი ანასტომოზი ზედა ღრუ ვენასა და მარჯვენა ფილტვის არტერიას შორის, რომელიც იქმნება სისხლის ნაკადის გაზრდის მიზნით სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

არტერიოლოვენულური ანასტომოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არტერიოლოვენულური ანასტომოზი – (anastomosis arteriolovenularis / arteriolovenosa / ბერძნ.anastomosis – შესართავი, შერთული) სისხლძარღვთა შეერთება, რომელსაც მოაქვს არტერიული და ვენური სისხლი კაპილარების გავლის გარეშე, რომლებითაც ჩაიქცევა სუფთა არტერიული სისხლი. ჭეშმარიტი არტერიოლოვე­­ნულური ანას­ტომო­ზი ან შერეული ატიპური არტერიოლოვენულური ანასტომოზი მიკ­რო­ცირკულაციურ სისხლძარღვთა რეგიონის საზღ­ვრებში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და

Read More

ანასტომოზიტი

ანასტომოზიტი – (ანასტომოზი + – იტი) ანთება ხელოვნურად დადებული ანასტომოზის მიდამოში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი