ანემიები
ანემიები
ანემიები ბავშვებში – განპირობებულია ბავშვთა სისხლმბადი ორგანოების ანატომიურ-ფიზიოლოგიური უმწიფარობითა და მათი მაღალი მგრძნობელობით გარემოს არახელსაყრელი ფაქტორებისადმი. ბავშვებში გამოყოფენ ანემიების იმავე ჯგუფებს, როგორც მოზრდილებში. დეფიციტური ანემიები ვითარდება ჰემოგლობინის წარმოქმნისათვის საჭირო ნივთიერებების არასაკმარისი შეღწევის შედეგად; ამ ტიპის ანემიები ხშირია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. დეფიციტურ ანემიებს შორის განსაკუთრებით გავრცელებულია ალიმეტური, რომელიც განპირობებულია კვების უკმარისობით ან მისი ერთფეროვნებით. უმრავლეს შემთხვევებში აღინიშნება ორგანიზმში რკინის (რკინადეფიციტური ანემიები), ცილის არასაკმარისი შესვლა, რაც არღვევს ჰემოგლობინის ცილოვანი ნაწილის წარმოქმნას (ცილა-დეფიციტური ანემიები). გარკვეული მნიშვნელობა აქვს В6, В12 ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავას უკმარისობას, რომლებიც მონაწილეობენ ჰემოგლობინის სინთეზში.