Tag Archives: ანიზოკორია

დეჟერინის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეჟერინის დაავადება – ნევრალური კუნთოვანი ატროფიის დეგენერაციული მემკვიდრეობითი ფორმა. გადაცემა ავტოსომურ – დომინანტური წესით. ადგილი აქვს კუნთების სიმეტრიულ პროგრესირებად ატროფიას, ნერვული ბოჭკოების გასქელებას, რომელთა პალპირება ადვილად ხერხდება კანქვეშ. ტროფიკის და მგრძნობელობის დარღვევა, კანზე მრავლადაა ხალები, კანქვეშა ნეიროფიბროზი, გამოხატულია ანდროტროპიზმი. დადებითია რომბერგის ნიშანი (იხ.), შესაძლოა ატაქსია, ნისტაგმი, თვალის

Read More

გუდენის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გუდენის სიმპტომი – (В. A. Gudden, გერმ. ნევროპათოლოგი) გუგის დაზიანებების (მიოზი, ანიზოკორია, სინათლეზე რეაქციის შესუსტება ან გაქრობა) შერწყმა კონვერგენციის დარღვევებთან; აღინიშნება მძიმედ მიმდინარე თეთრი ცხელებისა და ალკოჰოლური ენცეფალოპათიების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

არგაილ რობერტსონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არგაილ რობერტსონის სინდრომი – მასში შედის ამავე სახელწოდების სიმპტომი, ასევე მიოზი, ანიზოკორია, გუგების არასწორი ფორმა, მიდრიატიკებზე მათი რეაქციის არარსებობა, ფერადი გარსის ატროფია; დამახასიათებელია გვიანი სიფილისისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ანიზოკორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანიზოკორია – მარჯვენა და მარცხენა თვალის გუგების არათანაბარი სიდიდე.