ანტიბიოტიკი თუ ბაქტერიოფაგი

ანტიბიოტიკი თუ ბაქტერიოფაგი რომელ წამალს უნდა მივცეთ  უპირატესობა, თუ ავადმყოფობის მიზეზი პათოგენური მიკროფლორაა? ნებისმიერ აფთიაქში შემოგთავაზებენ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს, ბაქტერიოფაგებს კი – ნაკლებად, რადგან მათზე ინფორმაცია არ აქვთ ექიმებსაც კი. თუმცა, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ინტერესი ბაქტერიოფაგებისადმი გაიზარდა.   ანტიბიოტიკები Read More …

ვაზოვეზიკულიტი

განმარტებითი ლექსიკონი ვაზოვეზიკულიტი – სათესლე ბუშტუკების და თესლგამომტანი სადინრის ანთება.ჩვეულებრივად ასეთი ანთება ვითარდება პროსტატიტთან ერთდროულად,იწვევს ტემპერატურის მომატებას და ტკივილებს შორისში,საზარდულში და სათესლე პარკის კანში.თესლგამომტანი სადინრების გამოკვლევისას აღინიშნება მათი გამკვრივება და მტკივნეულობა.მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკები.

პერიტონზილარული აბსცესი

განმარტებითი ლექსიკონი პერიტონზილარული აბსცესი – სასის ნუშის და ხახის კედლის შორის სივრცეში ჩირქის გაჩენა.პაციენტი უჩივის ძლიერ ტკივილებს,მისთვის რთულია პირის გაღება (ტრიზმი) და ყლაპვა.მკურნალობის პროცესში ანტიბიოტიკები გამოიყენება.ზოგ შემთხვევაში საჭიროა აბსცესის ქირურგიული გაკვეთა და დაგროვილი ჩირქის მოცილება.

ანტიბაქტერიული

განმარტებითი ლექსიკონი ანტიბაქტერიული – ეს ტერმინი გამოიყენება იმ ანტიბიოტიკების აღსაწერად,რომლებიც სხვადასხვა ბაქტერიების გამრავლებას თრგუნავენ.

აფთოზური სტომატიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აფთოზური სტომატიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ეპითელის ჩანასახოვანი შრის გაღიზიანება ჰერპესის ვირუსით. განპირობებულია იმუნოლოგიური დაცვის დაქვეითებით; განიხილება ასევე როგორც კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სისტემური დაზიანების გამოვლინება. ავადდებიან უპირატესად ბავშვები. სიმპტომები: მოთენთილობა, Read More …