Tag Archives: ანტიბიოტიკები

ვაზოვეზიკულიტი

განმარტებითი ლექსიკონი ვაზოვეზიკულიტი – სათესლე ბუშტუკების და თესლგამომტანი სადინრის ანთება.ჩვეულებრივად ასეთი ანთება ვითარდება პროსტატიტთან ერთდროულად,იწვევს ტემპერატურის მომატებას და ტკივილებს შორისში,საზარდულში და სათესლე პარკის კანში.თესლგამომტანი სადინრების გამოკვლევისას აღინიშნება მათი გამკვრივება და მტკივნეულობა.მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკები.

პერიტონზილარული აბსცესი

განმარტებითი ლექსიკონი პერიტონზილარული აბსცესი – სასის ნუშის და ხახის კედლის შორის სივრცეში ჩირქის გაჩენა.პაციენტი უჩივის ძლიერ ტკივილებს,მისთვის რთულია პირის გაღება (ტრიზმი) და ყლაპვა.მკურნალობის პროცესში ანტიბიოტიკები გამოიყენება.ზოგ შემთხვევაში საჭიროა აბსცესის ქირურგიული გაკვეთა და დაგროვილი ჩირქის მოცილება.