Tag Archives: აპენდიციტი

დიაფრაგმისქვეშა აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიაფრაგმისქვეშა აბსცესი – ჩირქის დაგროვება ღვიძლის ზედა ზედაპირსა და დიაფრაგმის ქვედა ზედაპირს შორის. დიაფრაგმისქვეშა აბსცესი ვითარდება მუცლის ღრუს ზედა ნაწილის ორგანოებში (ღვიძლი, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, ნაღვლის ბუშტი, სანაღვლე გზები) განლაგებული ანთებითი კერებიდან ჩირქმბადი ბაქტერიების გავრცელების შედეგად. ზოგჯერ დიაფრაგმისქვეშა აბსცესი ვითარდება სხვა ანთებითი დაავადებების დროსაც (ქალის სასქესო ორგანოების

Read More

აპენდიკულური ინფილტრატი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აპენდიკულური ინფილტრატი – წარმოადგენს ანთებითად შეცვლილი ორგანოებისა და ქსოვილების კონგლომერატს, რომლის წარმოქმნის მიზეზია მწვავე დესტრუქციული აპენდიციტი. დიდი ბადექონი, ჯორჯალი და წვრილი ნაწლავის მარყუჟები შემოფარგლავენ ანთებით პროცესს. ინფილტრატის წარმოქმნიდან 3 – 4 დღის შემდეგ ანთებითი ცვლილებები იმდენად გამოხატული არ არის და ინფილტრატის გამოცალკევება შეუძლებელია, თუკი მსგავსი მცდელობები ხდება,

Read More

აარონის სიმპტომი

აარონის სიმპტომი – (Ch. D. Aaron, 1866 – 1951, ამერიკ. ექიმი) ტკივილი მარცხენა ფერდქვეშა არეში ან მუცლის ზედა მიდამოში მაკ – ბერნეის წერტილზე ხელის დაჭერისას; ნიშანია აპენდიციტისა. მსგავსი სტატიები ბრმა ნაწლავი აპენდიციტი

კარცინოიდი

კარცინოიდი carcinoid (tumor), argentaffinoma კარცინოიდი – იშვიათი, პოტენციურად ავთვისებიანი ჰორმონულ-აქტიური სიმსივნე. ამ სიმსივნის უპირატესი ლოკალიზაციაა ჭიისებრი წანაზარდი, იშვიათად თეძოს ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი; იშვიათად ვითარდება კუჭში, ნაღვლის ბუშტში, კუჭქვეშა ჯირკვალში; განსაკუთრებით იშვიათად ბრონქებსა და სხვ. ორგანოებში. ეტიოლოგია უცნობია. დაავადების მრავალი სიმპტომის წარმოშობა განპირობებულია სიმსივნის ჰორმონული აქტივობით. სიმპტომები, მიმდინარეობა ადგილობრივი გამოვლინებაა ლოკალური მტკივნეულობა; ხშირია ნიშნები, რომლებიც მოგვაგონებს

Read More

აპენდიკულური აბსცესი

აპენდიკულური აბსცესი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

აპენდიკულური აბსცესი – მწვავე აპენდიციტის დესტრუქციული ფორმების გართულება. თავდაპირველად ფორმირდება აპენდიკულური ინფილტრატი, რომელიც შედგომში გაიწოვება, ან აბსცენდირდება, მიუხედავად შესაბამისი მკურნალობისა.

აპენდიკულური აბსცესისიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების დასაწყისში აღინიშნება მეტ-ნაკლებად გამოხატული მწვავე აპენდიციტის ტიპიური ტკივილის სინდრომი. დაგვიანებული მიმართვის გამო, ან არასწორი დიაგნოსტირებისას, დაავადება შესაძლებელია განვითარდეს ორი მიმართულებით: პერიტონიტის პროგრესირება და ანთებითი პროცესის შემოფარგვლა. უკანასკნელ შემთხვევაში ტკივილი 2-3 დღეში ცხრება, ტემპერატურა ქვეითდება.

Read More