Tag Archives: ას

ბაროოტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაროოტიტი – (ბერძ. baros – სიმძიმე) ბაროტრავმის ფორმა, რომელიც განპირობებულია ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვალებადობით (რყევებით) კესონურ და წყალქვეშა სამუშაოების შესრულების დროს, ჰაერში ფრენისას. ხასიათდება ყურებში მწვავე ტკივილით, ყურების შეგუბებით, სმენის დაქვეითებით. რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს დაფის აპკის დაზიანებას, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ყურიდან სისხლდენა. მის გართულებას წარმოადგენს

Read More

აპერტ – კუშინგის სინდრომი

აპერტ – კუშინგის სინდრომი – კლინიკურად აღინიშნება ავადმყოფის შესახედაობის შეცვლის (სიმსუქნე, ცხიმის მუცლისა და კისრის უკანა არეში დაგროვების უპირატესობით, მთვარისებრი სახე, ჰირსუტიზმი, ატროფიული ზოლების – სტრიების არსებობა კანზე) შერწყმა არტერიულ ჰიპერტენზიასთან, ოსტეოპოროზთან, კუნთების სისუსტესთან, ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევასთან. აღინიშნება თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ჰიპერფუნქციის (ხშირად ჰორმონოაქტიური სიმსივნის არსებობისას) და ადრენოკორტიკოტროპულ და კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობისას. სინონიმები:

Read More