Tag Archives: ატაქსია

ჰოლმსის ნათხემოვანი ატაქსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰოლმსის ნათხემოვანი ატაქსია – გვიანი ნათხემოვანი დეგენერაციის ოჯახური ფორმა, რომელიც ვლინდება 30 – 40 წლის შემდეგ ნელა მზარდი ნათხემოვანი ატაქსიით და ნათხემის ატროფიით კომპიუტერული ან მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიით. გაფრთხილება!  

ატაქსია ტელეანგიექტაზული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ატაქსია ტელეანგიექტაზული – (ბავშვებში) შედარებით იშვიათი დაავადება, განპირობებული მემკვიდრულობის ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. პათოგენეზი ბოლომდე გარკვეული არ არის; კლინიკური სურათი ხასიათდება მოძრაობის კოორდინაციის პროგრესირებადი დარღვევით, ტელეანგიექტაზიებით, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შენელებით და უმრავლეს შემთხვევაში ინფექციური პროცესების არსებობით, ძირითადად სასუნთქი გზებში. აღინიშნება ლიმფორეტიკულური ქსოვილის სიმსივნეები. არაიშვიათად დაავადების ძირითადი

Read More

ატაქსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ატაქსია – (ნერვ. დაავ.) მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა (ცხვირის წვერზე შეხებისას თითის აცილება, ბარბაცი სიარულის დროს). ვითარდება ნათხემის, ზურგის ტვინის უკანა სვეტების დაზიანების დროს. ვლინდება მრავალი დაავადების შემთხვევაში (გაფანტული სკლეროზი, ზურგის ტვინის ტაბესი და სხ.) მკურნალობა. ძირითად დაავადებაზე ზემოქმედება. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა

Read More