Tag Archives: ატაქსიით

ჰოლმსის ნათხემოვანი ატაქსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰოლმსის ნათხემოვანი ატაქსია – გვიანი ნათხემოვანი დეგენერაციის ოჯახური ფორმა, რომელიც ვლინდება 30 – 40 წლის შემდეგ ნელა მზარდი ნათხემოვანი ატაქსიით და ნათხემის ატროფიით კომპიუტერული ან მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიით. გაფრთხილება!  

არნოლდის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არნოლდის სინდრომი – თავის ტვინის ღეროსა და ნათხემის დაზიანების სიმპტომპტომთკომპლექსი; ვლინდება ატაქსიით, ნისტაგმით, ქალა – ტვინის ნერვების დამბლით, ეპილეპტოფორმული კრუნჩხვებით. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ადენოლეიკოდისტროფია

ლალი დათეშიძე

ადენოლეიკოდისტროფია – დემიელინიზირებადი მემკვიდრეობითი დაავადება. ბავშვებში ვლინდება ჭკუასუსტობის თანდათანობითი განვითარებით, მხედველობის ნერვის ატროფიით, დამბლით, ატაქსიით, მეტყველებისა და ყლაპვის დარღვევებით, სმენის დაქვეითებით, ეპილეფსური შეტევებით, ზოგჯერ პოლინევროპათიისა და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნებით.

Read More