Tag Archives: აღმოცენდება

პერიელექტროტონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიელექტროტონი – (ბერძნ. პერი… და ელექტროტონი), ნერვის ან სხვა აგზნებადი ქსოვილის აგზნებადობისა და გამტარებლობის ცვლილება, რომელიც აღმოცენდება მუდმივი ელექტროდენით ზემოქმედების ადგილიდან გარკვეულ მანძილზე. [“1”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ნოოსფერო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნოოსფერო – 1. (ინტ.) noosphere ბიოსფეროს ევოლუციური მდგომარეობა, სადაც ადამიანის გონიერი მოღვაწეობა ბიოსფეროს განვითარების გადმწყვეტი ფაქტორი ხდება. ვ.ი. ვერნადსკიმ განავითარა წარმოდგენა ნოოსფეროზე, როგორც ორგანიზებულობის ხარისხობრივად ახალ ფორმაზე. ორგანიზებულობის ასეთი ფორმა აღმოცენდება ბუნებისა და საზოგადობის ურთიერთქმედების დროს, ადამიანის სამეცნიერო აზროვნებაზე დაფუძნებული, შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგად. 2.  ბუნებისა და საზოგადოების

Read More

ნეიროლინგვისტიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროლინგვისტიკა – (ფსიქოლოგია) (ბერძ. neuron – ნერვი, ლათ. lingua – ენა) ფსიქოლოგიის, ნევროლოგიის და ლინგვისტიკის მოსაზღვრე ფსიქოლოგიური მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის მეტყველების ტვინოვან მექანიზმებს და მეტყველების პროცესებში იმ ცვლილებებს, რომლებიც აღმოცენდება თავის ტვინის ლოკალური დაზიანებებისას. 2.  სამედიცინო მეცნიერების მიმართულება, რომელიც შეისწავლის მეტყველებისა და მისი დარღვევების ნეიროანატომიურ საფუძვლებს

Read More