Tag Archives: აღსანიშნავია

შრედერის ჰემორაგიული მეტროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრედერის ჰემორაგიული მეტროპათია – დიზოვარიული ჰემორაგიული დიათეზი, დიზოვარიული პურპურა, ჰემორაგიული მეტროპათია, ჰემორაგიული ”იუვენილური” მეტროპათია. სინდრომს საფუძვლად უდევს საკვერცხეების ფუნქციური უკმარისობა და ჰიპოფიზის წინა წილის გონადოტროპული ფუნქციის დარღვევა. გვხვდება ახალგაზრდა ქალებში და მიმდინარეობს ქრონიკულად. კლინიკურად დამახასიათებელია საშვილოსნოდან სისხლდენა. მენსტრუაციის გახანგრძლივება 1 – 2 კვირამდე, რის გამოც ავადმყოფს უვითარდება

Read More

უჯრედის სეკრეცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის სეკრეცია – (secretio cellulae ლათ.secretio – გამოყოფა) – ორგანიზმისათვის საჭირო სპეციფიკური ნივთიერებების, სეკრეტების უჯრედშიგა წარმოქმნის (გოლჯის კომპლექსის მონაწილეობით) და უჯრედის ფარგლებს გარეთ შემდგომი გამოყოფის პროცესი. იხ.სეკრეციული ჩანართები. აღსანიშნავია, რომ სეკრეტების წარმოქმნაში მონაწილეობს უჯრედის ყველა ორგანოიდი, მთლიანად უჯრედი (იხ.უჯრედშიგა კონვეიერი). ამ პროცესში ერთ – ერთი საბოლოო ეტაპია

Read More

ანგიოტროფონევროზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოტროფონევროზები – (angiotrophoneurosis; ბერძ. Angeion სისხლძარღვი, trophe კვება; სინ.: სისხლძარღვოვან – ტროფიკული ნევროზები, სისხლძარღვოვან – ტროფიკული ნევროპათიები) დაავადებები, რომლებიც ვითარდებიან ორგანოებისა და ქსოვილების ვაზომოტორული და ტროფიკული ინერვაციის მოშლის შედეგად. ანგიოტროფონევროზების სიმპტომატიკა მრავალფეროვანია. ავადმყოფთა ერთ ნაწილს აღენიშნება ვაზომოტორული დარღვევები, მეორეს – ტროფიკული, მესამეს – ორივე სახის. ანგიოტროფონევროზების დროს

Read More