Tag Archives: ბავშვებში

ბაუერის რეფლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაუერის რეფლექსი – (J. Bauer; სინ. ცოცვის ფენომენი) ფიზიოლოგიური რეფლექსი 3 – 4 თვემდე ასაკის ბავშვებში: ცოცვის მცდელობა მუცელზე მწოლიარე ბავშვებში მის ფეხისგულებზე მსუბუქად ხელის მიჭერისას. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

აპიტუიტარიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აპიტუიტარიზმი – (apituitarismus) დაავადება, რომელიც განპირობებულია ჰიპოფიზის ფუნქციის სრული გამოვარდით, რაც გამოწვეულია მისი თანდაყოლილი არარსებობით ან პათოლოგიური პროცესის შედეგად წინა წილის დაშლით. თანდაყოლილი აპიტუიტარიზმი ვლინდება ბავშვებში, რომლებიც დაიბადნენ ჰიპოფიზის ჰიპო – ან აპლაზიით. დამახასიათებელია ზრდის, სქესობრივი განვითარების შეჩერება, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციური უკმარისობის ნიშნები,

Read More