Tag Archives: ბელგ

როსკამის ანგიიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როსკამის ანგიიტი – (J. Roskarn,  ბელგ. ჰემატოლოგი; სინ. ანგიიტი ალერგიული დისემინირებული) კანისა და ლორწოვანი გარსების ვასკულიტის ფორმა, რომელსაც თან ახლავს სპონტანური სისხლჩაქცევები და სისხლდენები (მაგ. ცხვირიდან), განპირობებული კაპილარების კონსტიტუციური მტვრევადობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

კოზინს – დიურეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოზინს – დიურეს სინდრომი – (Cosyns, ბელგ. ფსიქიატრი; Duret) ავადმყოფის მიერ საკუთარი თავისადმი დაზიანებების მიყენება, რათა გამოიწვიოს გარშემომყოფთა ინტერესი და თანაგრძნობა; აღინიშნება ისტერიის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ვან – ბოგარტ – ოზეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვან – ბოგარტ – ოზეს სინდრომი – (L. Van Bogaert, ბელგ. ნევროპათოლოგი; J. Hozay, ფრან. ნევროპათოლოგი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სახის ჩონჩხის ანომალიით, კიდურების დამოკლებით, კანის ბადისებრი პიგმენტაციით, ასევე თავის ტვინის განუვითარებლობით, კრუნჩხვებითა და დაქვეითებული ინტელექტით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

ვან – ბოგარტ – მილის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვან – ბოგარტ – მილის სინდრომი – (L. Van Bogaert, ბელგ. ნევროპათოლოგი; Myle) – დაავადება, რომელიც ხასიათდება ფრიდრეიხის მემკვიდრეობითი ატაქსიის ნიშნების შერწყმით მიოკლონურ ეპილეფსიასთან, არაქნოდაქტილიასთან და ოლიგოფრენიასთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ვან – ბოგარტ – დივნის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვან – ბოგარტ – დივნის დაავადება – (L. Van Bogaert, ბელგ. ნევროპათოლოგი; P. Divry, ბელგ. ნევროპათოლოგი; სინ. ანგიომატოზი კორტიკომენინგეალური დიფუზური) მემკვიდრეობითი დაავადება ანგიომატოზების ჯგუფიდან; ხასიათდება თანდაყოლილი პოიკილოდერმიით, ტელეანგიექტაზიებით, ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევებით (კრუნჩხვითი შეტევები, ექსტრაპირამიდული დარღვევები, დემენცია); გადაეცემა რეცესიული ტიპით, სქესთან შეჭიდულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More