Tag Archives: ბერძნული

გენოტიპი

გენოტიპი – (genotypus ბერძნ.genos – დაბადება) უჯრედის ყველა მემკვიდრეობითი ფაქტორის ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებული არიან როგორც ბირთვ­თან (იხ. გენომი), ისე ციტოპლაზმასთან (იხ. პლაზმოგენები). გენოტიპი ქმნის ორგანიზმის მემკვიდრეობით საფუძველს, რომელიც წინაპართა ფორმების განვითარების შედეგთა თავისებური „ანაბეჭდია“. (იხ.გენები, უჯრედის მემკვიდრულობა, მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი). ტერმინი „გენოტიპი“ პირველად იხმარა (1909) იოჰანსენმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი

Read More

ჰისტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოგენეზი – (histogenesis ბერძნ. histos  –  ქსოვილი და genesis  –  განვითარება)  –  ქსოვილის განვითარება ემბრიონული საწყისების უჯრედული მასალისაგან. ჰისტოგენეზს ახასიათებს უჯრედის სპეციალიზაციასთან დაკავშირებული უჯრედოვანი დიფერენცირების გაძლიერება. ამას თან სდევს ბირთვულ – ციტოპლაზმური დამოკიდებულების გადახრა ბირთვის ზომასთან შედარებით ციტოპლაზმის ზომის მკვეთრი მატებისკენ, რაც სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ყოველგვარი

Read More

ჰისტიოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტიოციტები – (histiocyti ბერძნ. histos  –  ქსოვილი და cytos  –  უჯრედი; სინ.მაკროფაგები, ცთომილი უჯრედები მოსვენებულ მდგომარეობაში, კლაზმატოციტები, პოლიბლასტები, ნეფროფაგოციტები) ფაშარი ჩამოუყალიბებელი შემაერთებელი ქსოვილის ზოგიერთი ძირითადი უჯრედული ფორმა, რომელთაც აქვთ უნარი, გაღიზიანებისას გადაიქცნენ მაკროფაგებად და დააფაგოციტონ ქსოვილოვანი დაშლის პროდუქტები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა

Read More

ჰისტიდინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტიდინემია – (ჰისტიდინი + ბერძ. Haima – სისხლი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ჰისტიდინის ცვლის მოშლით; ვლინდება ბავშვის ნერვულ – ფსიქიკურ განვითარებაში ჩამორჩენით. გაფრთხილება!  

ჰისტეროსკოპია

ჰისტეროსკოპია – (ბერძ. Hystera სშვილოსნო + skopeo დაკვირვება, გამოკვლევა) საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება ოპტიკური ხელსაწყოს დახმარებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი