Tag Archives: ბოგარტ

ფერარო – ვან – ბოგარტ – ნისენის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფერარო – ვან – ბოგარტ – ნისენის დაავადება – (A. Ferraro; L. van Bogaert, ბელგიელი ნევროპათოლოგი) ცენტრალური ნერვული სისტემის ოჯახური დაავადება, რომელიც ხასიათდება დიდი ტვინის ქერქის ატროფიით და ბაზალური ბირთვების დეგენერაციით; ვლინდება 40 – 45 წლის ასაკში დემენციით და აკინეტიკურ – რიგიდული სინდრომით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More

ვან – ბოგარტ – ოზეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვან – ბოგარტ – ოზეს სინდრომი – (L. Van Bogaert, ბელგ. ნევროპათოლოგი; J. Hozay, ფრან. ნევროპათოლოგი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სახის ჩონჩხის ანომალიით, კიდურების დამოკლებით, კანის ბადისებრი პიგმენტაციით, ასევე თავის ტვინის განუვითარებლობით, კრუნჩხვებითა და დაქვეითებული ინტელექტით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

ვან – ბოგარტ – მილის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვან – ბოგარტ – მილის სინდრომი – (L. Van Bogaert, ბელგ. ნევროპათოლოგი; Myle) – დაავადება, რომელიც ხასიათდება ფრიდრეიხის მემკვიდრეობითი ატაქსიის ნიშნების შერწყმით მიოკლონურ ეპილეფსიასთან, არაქნოდაქტილიასთან და ოლიგოფრენიასთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ვან – ბოგარტ – დივნის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვან – ბოგარტ – დივნის დაავადება – (L. Van Bogaert, ბელგ. ნევროპათოლოგი; P. Divry, ბელგ. ნევროპათოლოგი; სინ. ანგიომატოზი კორტიკომენინგეალური დიფუზური) მემკვიდრეობითი დაავადება ანგიომატოზების ჯგუფიდან; ხასიათდება თანდაყოლილი პოიკილოდერმიით, ტელეანგიექტაზიებით, ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევებით (კრუნჩხვითი შეტევები, ექსტრაპირამიდული დარღვევები, დემენცია); გადაეცემა რეცესიული ტიპით, სქესთან შეჭიდულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ანგიომატოზი კორტიკო – მენინგეალური დიფუზური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიომატოზი კორტიკო – მენინგეალური დიფუზური – (angiomatosis corticomeningealis diffusa) იხ. ვან – ბოგარტ – დივრის დაავდება.