Tag Archives: ბუშტუკისებრი

კორტიკოტროპული ენდოკრინოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კორტიკოტროპული ენდოკრინოციტი – (endocrinocytus corticotropicus ბერძნ.endon  –  შიგნით, crinein  –  გამოყოფა, cytos  –  უჯრედი, tropos  –  მიმართულება და ლათ.cortex, corticis  –  ქერქი) ადენოჰიპოფიზის არასწორფორმიანი წილაკოვანი ბირთვითა და ბუშტუკისებრი სეკრეციული გრანულებით; პროდუცირებს კორტი­კოტროპინს / AKTA / . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

კარიომერები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარიომერები – (caryomeri ბერძნ.caryon  –  ბირთვი და meros  –  ნაწილი)  ბირთვის წვრილი ბუშტუკისებრი ნაწილები, რომლებიც წარმოიქმნებიან ცალკეული ქრომოსომის გარშემო ატიპური მიტოზე­ბის ზოგიერთი ფორმის შემთხვევაში. კარიომერები შეიძლება წარმოიქ­მნას აგრეთვე პოლიპლოიდური ბირთვების ფრაგმენტაციის დროს. ტერმინი შემოიღო ვალდეიერმა (1903). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

გოლჯის აპარატი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გოლჯის აპარატი – (complexus golgiensis ჰapparatus reticulatus internus / სინ.გოლჯის კომპლექსი, უჯრედშიდა ბადისებრი აპარატი, ორ­თოვეზიკულური ფორმაცია, გოლჯიოსომები, დიქტიოსომები) უჯრე­დის ორგანოიდი, რომელიც ციტოპლაზმის მუდმივი და მაღალდიფერენ­ცირებული ნაწილია. იგი შედგება 60 Ao – მდე სისქის ორმაგი მემბრა­ნების რამდენიმე პაკეტისაგან, რომელთა შორის სივრცეებია (ცისტერ­ნები), და დიდი რაოდენობით წვრილი და მსხვილი

Read More

გოლჯიოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გოლჯიოსომები – – გოლჯის კომპლექსის ფრაგმენტები, რომ­ლებიც ორმაგი მემბრანების პაკეტებთან შეერთებული ბუშტუკისებრი ვაკუოლებია – (ე.წ.ორთოვეზიკულები მემბრანები). სინათლის მიკროს­კოპში გოლჯიოსომებს ოსმიოფილური გრანულების სახე აქვს. მცენა­რეულ უჯრედებში ისინი შეიძლება იყოს ცალკეული დამოუკიდებელი წარმონაქმნები, რომლებიც ფუნქციით გოლჯის უჯრედშიდა ბადისებრი აპარატის ანალოგიურია. ტერმინ „გოლჯიოსომას“ ამ შემთხვევაში ხშირად ხმარობენ „დიქტიოსომის“ სინონიმად. (ც.

Read More

ბუშტუკისებრი საკვერცხის მესამეული ფოლიკულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბუშტუკისებრი საკვერცხის მესამეული ფოლიკულები – (folliculi vesiculosi tertiarii ლათ. folliculus – პარკი / საკვერცხის ბუშტუკისებრი ფოლიკული – folliculus ovaricus vesicularis / ) – საკვერცხეში მზარდი ფოლიკულებია. ისინი შედგება ოვოციტისაგან (ზრდის პერიოდში), რომელიც გარშემოვლებულია გამჭირვალე ზო­ნით, სხივური გვირგვინით, მრავალშრიანი ფოლიკულური ეპითე­ლიუმით, შიგნითა და გარეთა თეკით. ფოლიკულური ეპითელიუმის უჯრედების

Read More