Tag Archives: გავსება

პნევმორეტროპერიტონეუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პნევმორეტროპერიტონეუმი – (ბერძ. Pneuma ჰაერი + ლათ. Retro უკან + ლათ. Peritoneum მუცლის აპკი, პერიტონეუმი; სინ.: პრესაკრალური ემფიზემა, რეტროპნევმოპერიტონეუმი) რეტროპერიტონეული სივრცის აირით გავსება. ხელოვნურ პნევმორეტროპერიტონეუმს მიმართავენ დიაგნოსტიკური მიზნით. იშვიათად აირი შესაძლოა მოხვდეს რეტროპერიტონეულ სივრცეში ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

პნევმორენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პნევმორენი – (ბერძ. Pneuma ჰაერი + ლათ. Ren თირკმელი; სინ.: პნევმოპერიონეფროსი) თირკმლის ირგვლივი სივრცის აირით გავსება. მიმართავენ დიაგნოსტიკური მიზნით (დოაგნოსტიკური პნევმორენი), იშვიათად პნევმორენი შესაძლოა განვითარდეს ზოგიერთი პათოლოგიური პროცესის, მაგ. თირკმლის ირგვლივი უჯრედისის ანაერობული ინფექციის, თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაციის დროს (პათოლოგიური პნევმორენი) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

პნევმოპერიტონეუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პნევმოპერიტონეუმი – (pneumoperitoneum; ბერძ. Pneuma ჰაერი + ლათ. Peritoneum მუცლის აპკი, პერიტონეუმი) მუცლის ღრუს გავსება აირით. წარმოიქმნება პათოლოგიური პროცესის ან დაზიანების შედეგად; ასევე კეთდება ხელოვნურადაც სადიაგნოსტიკო ან სამკურნალო მიზნებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა