Tag Archives: გამოირიცხება

სიმსუქნე

სიმსუქნე – ორგანიზმში ცხიმის ჭარბი დაგროვება. შეიძლება აღენიშნებოდეს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი რიტმის, ჭარბი კვების დროს. ძირითადი როლი ენიჭება მეტაბოლიზმის მოშლას ნეიროენდოკრინული დარღვევების გამო. არ გამოირიცხება ცნს – ის, განსაკუთრებით კი ჰიპოთალამური მიდამოს როლი. ამ პათოლოგიის განვითარებაში შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს სომატოტროპული ჰორმონის უკმარისობას, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების მობილიზაციას ცხიმოვანი დეპოებიდან. სიმპტომები. ზომიერი სიმსუქნე

Read More

ექსუდაციური ენტეროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსუდაციური ენტეროპათია – (ბავშვებში) დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების ჰეტეროგენული ჯგუფი, რომელიც ხასიათდება პლაზმის ცილების მომატებული დაკარგვით კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან, შეწოვის მოშლისა და ჰიპოპროპტეინემიის მოვლენებით, ასევე შეშუპებებით, ფიზიკური განვითარების შეფერხებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. განასხვავებენ პირველად (მემკვიდრულ) და მეორად (შეძენილ) ექსუდაციურ – ენტეროპათიას. ავადმყოფთა უმრავლესობაში ვლინდება ლიმფანგიექტაზია ნაწლავის შემოფარგლულ

Read More

განზოგადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი განზოგადება – ერთეულიდან ზოგადზე გადასვლის ლოგიკური პროცესი; ნაკლებად ზოგადიდან უფრო ზოგად ცოდნაზე (მაგ. გადასვლა ცნებიდან ,,სითბო” ცნებაზე ,,ენერგია”) გადასვლის ლოგიკური პროცესი, აგრეთვე ამ პროცესის შედეგი: განზოგადებული ცნება, მსჯელობა, მეცნიერების კანონი, თეორია. განზოგადებული ცოდნის მიღება ნიშნავს სინამდვილის უფრო ღრმად ასახვას, მის არსებაში შეღწევას. ფორმალურ ლოგიკაში განზოგადების ცნებაში ესმით

Read More

ახალშობილთა თანდაყოლილი ქოლანგიოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ახალშობილთა თანდაყოლილი ქოლანგიოპათიები – დაავადების ერთ – ერთი მიზეზია გადატანილი მუცელშიგა ჰეპატიტი. დაავადებისათვის დამახასიათებელია სიყვითლე დაბადებისთანავე, აქოლიური განავალი, მუქი ფერის შარდი. დაბადებიდან 2 – 3 კვირაში დიდდება და მკვრივდება ღვიძლი, დიდდება ელენთაც. თანდათანობით ვითარდეა ღვიძლის ციროზი და პორტული ჰიპერტენზია. ერთ – – ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია პირდაპირი ბილირუბინის

Read More