Tag Archives: გამოს

ტესტირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტესტირება – ფსიქოფიზიოლოგიური და პიროვნული დიაგნოსტიკის მეთოდი, ასევე გამოსაცდელის ცოდნის, ჩვევებისა და ხერხების შემოწმება, რომელიც იყენებს სტანდარტიზირებულ ამოცანებს (ტესტებს), კითხვებსა და დავალებებს, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელობათა გარკვეული სკალა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რესპოდენტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რესპოდენტი – (ფსიქოლოგია) (ინგლ. respondent – მოპასუხე) სოციალურ-ფსიქოლოგიური გამოკვლევის მონაწილე, რომელიც გამოდის გამოკითხულის როლში. გამოკვლევის ხასიათის მიხედვით, რესპოდენტი შესაძლოა წარმოდგეს, როგორც გამოსაცდელი, კლიენტი, ინფორმანტი, პაციენტი, ან უბრალოდ, თანამოსაუბრე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ორთოსტატიკური სინჯი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორთოსტატიკური სინჯი – ვეგეტატიური ნერვული და გულ – სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციონალური მდგომარეობის გამოკვლევის მეთოდი, რომელიც ეფუძნება რომელიმე ფიზიოლოგიური პარამეტრის განსაზღვრას გამოსაცდელი პირის ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში გადაყვანამდე და მის შემდგომ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა