Tag Archives: გარემოებების

ფსიქიკური შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური შოკი – რეაქტიული ფსიქოზი, რომელიც წარმოიქმნება სიცოცხლისათვის საშიში გარემოებების და სიტუაციების უეცრად წარმოქმნისას, რომელიც იწვევს შიშის მკვეთრი ეფექტის წარმოქმნას. ვლინდება მწვავე ფსიქოგენური სტუპორის  ფორმით, სრული უმოძრაობითა და მუტიზმით, ან ქაოსური, უაზრო მოძრაობითი აგზნებით. ორივე ფორმა მიმდინარეობს გონების დაბინდვით, ვეგეტატიური დარღვევებით (ტაქიკარდია, კანის საფარველის სიფერმკრთალე, პროფუზული ოფლიანობა

Read More

ისტერია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ისტერია – (hysteria; ბერძ. Hystera საშვილოსნო) ფსიქოგენიების სახესხვაობა, რომელიც წარმოიქმნება ფსიქოტრავმული გარემოებების ზემოქმედებით თავისებური ხასიათის მქონე (ისტერიული ხასიათის) პირებში და ასევე ჯანმრთელ ადამიანებში მძიმე ფსიქოტრავმულ პირობებში. ხშირად ვლინდება ახალგაზრდა ასაკში, უპირატესად ქალებში, თუმცა ავადდებიან მამაკაცებიც. ხასიათდება მრავალრიცხოვანი ფუნქციური დარღვეევებით, მეტად პოლიმორფული სიმპტომატიკით, რომელიც გარეგნულად მოგვაგონებს სხვადასხვა დაავადებებს.

Read More

ინტერიორიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტერიორიზაცია – (ლათ. interior – შიგნითა) 1. ფსიქიატრიაში – ფსიქიურად დაავადებულის მიერ მისთვის ამაღელვებელი გარემოებების, მოვლენების განცდა ფარულად გარშემომყოფებისაგან, ჩაკეტილობა; 2. ფსიქოლოგიაში – გარე ქმედებების გარდაქმნის პროცესი შიგა ფსიქიკურ პროცესებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა