Tag Archives: გასაუმჯობესებლად

ამბლიოპია ობსტრუქციული

ამბლიოპია ობსტრუქციული – ეტიოლოგია. ბროლის რქოვანას თანდაყოლილი ან ადრე შეძენილი შემღვრევა. პათოგენეზი. გარკვეულ როლს ასრულებს თვალის ფუნქციური უმოქმედობა და რომელიც დაკავშირებულია მხედველობის ანალიზატორის განვითარების შეფერხებასთან. დამახასიათებელია მხედველობის დაბალი სიმახვილე, მიუხედავად შემღვრევის მოხსნისა და თვალის ფსკერის გამოხატული ანატომიური ცვლილებების არარსებობისა. მკურნალობა, პროფილაქტიკა. კერატოპლასტიკის ოპერაცია ან კატარაქტის ექსტრაქცია ადრეულ ასაკში. მხედველობის გასაუმჯობესებლად – ბადურის გაღიზიანება სინათლით, ვარჯიშები.

Read More

ავტოჰემოთერაპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ავტოჰემოთერაპია – ავადმყოფის კუნთებში ან კანქვეშ მისივე საკუთარი სისხლის შეყვანა (ვენიდან აღებული), ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის სტიმულაციისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესების გასაუმჯობესებლად. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები