Tag Archives: გაჭყლეტით

ტრავმული ტოქსიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული ტოქსიკოზი – (ბერძ. Trauma დაზიანება, ჭრილობა)თავისებური პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება  დაზარალებულებში კიდურების რბილი ქსოვილების ხანგრძლივი (4 – 8 საათი) გაჭყლეტით დანგრეული შენობების, ნაგებობების ნამტვრევებით, შახტების ჩამონგრევისას და სხვ. ტრავმული ტოქსიკოზის კლინიკური მიმდინარეობა იყოფა 3 პერიოდად: ადრეული (მე – 3 დღემდე), როდესაც სჭარბობს შოკის მოვლენები; შუამდებარე (მე

Read More

პიეტრანტონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიეტრანტონის სინდრომი – (L. Pietrantoni, იტალ. ოტორინოლარინგოლოგი) სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის კანისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის უბნების მგრძნობელობის დაკარგვით; განპირობებულია ნერვის გაჭყლეტით ცხავის ძვლით ან ზედა ყბის პარანაზალური წიაღის სიმსივნით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მეტატარზალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტატარზალგია – ტკივილი და მტკივნეულობა წინატერფის არეში, განპირობებული ტრავმით, წინატერფის სახსრების პათოლოგიით, ნერვების გაჭყლეტით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კომპრესიული ნევროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კომპრესიული ნევროპათია – პერიფერიული ნერვების დაზიანების კრებითი სახელი, რომლებიც წარმოიქმნება ნერვების გაჭყლეტით ძვალ – ფიბროზულ – კუნთოვან არხებში ან გარე ზეწოლით. თუკი ნერვის მიჭყლეტამ გამიწვია მისი ფოკალური დემიელინიზაცია, შესაძლოა მოხდეს სპონტანური აღდგენა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, აქსონის დაზიანებისას აღდგენა მიმდინარეობს შედარებით ნელა და ხშირად არასრულია. გაფრთხილება!

Read More

ვალტერ – ბომანის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვალტერ – ბომანის სინდრომი – (Walter; Bohmann) სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის სიცოცხლისათვის საშიში დარღვევების კომპლექსი, რომელიც გამოწვეულია ქვედა ღრუ ვენის გაჭყლეტით, სისხლის ან ნაღვლის მასიური დაგროვებისას ღვიძლის ფიბროზული გარსის ქვეშ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა