Tag Archives: გროვა

უჯრედი – ჩხირები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედი – ჩხირები – (bacillocyti) თვალის ბადურაში სინათლისადმი მგრძნობიარე მხედველობითი უჯრედები (უჯრედი ნეიროსენსორული ჩხირისებრი – epitheliocytus neurosensorum bacillifer), რომელთა პერიფერიულ მორჩს (processus bacillifer) აქვს გრძელი ჩხირის ფორმა. მასში არჩევენ გარეთა და შიგნითა სეგმენტებს, ანუ ნაწევრებს. გა­რეთა ნახევარში განივად განლაგდება ერთმანეთის პარალელურად მდებარე მრავალრიცხოვანი მემბრანები. გარეთა სეგმენტის ერთ

Read More

სისხლის კუნძულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის კუნძულები – (insulae sanguineae ლათ.insula  –  კუნძული და sanguis, sanguinis  –  სისხლი) მეზენქიმური  უჯრედების გროვა, და­საბამს აძლევს პირველად სისხლძარღვებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

კლასტერები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კლასტერები – ქსოვილოვანი მაკროფაგის ირგვლივ ლიმფოიდური უჯრედების გროვა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

განგლიონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი განგლიონი – (ბერძნ. ganglion – კვანძი), ნერვული უჯრედების (ნეირონების), ნერვული ბოჭკოების და მათი თანმხლები ქსოვილების ანატომიურად გამოცალკევებული გროვა. აქვს მრავალ უხერხემლოს, ყველა ხერხემლიანს და ადამიანს. ტოპოგრაფიულად განარჩევენ მალთაშუა, მალებთანა და მალისწინა განგლიონებს. თითოეულ განგლიონში ნეირონების სხეულებს გარს ერტყმის უჯრედ სატელიტების ფენა, რომლის გარეთ თხელი შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულაა განვითარებული.

Read More

ბაზალური განგლიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზალური განგლიები – თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების სიღრმეებში (ქერქქვეშ) რუხი ნივთიერების გროვა. ბაზალურ განგლიებს მიეკუთვნება სტრიატუმი (ზოლიანი სხეული), რომელიც შედგება ჩენჩოსა და კუდიანი ბირთვისაგან, პალიდუმი (მკრთალი სფერო), სუბთალამური ბირთვი, ასევე შავი სუბსტანცია შუა ტვინში. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More