Tag Archives: გუგების

სიმპათოადრენალური კრიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპათოადრენალური კრიზი – ვეგეტატიური კრიზების სახესხვაობების ტრადიციული აღნიშვნა, რომლებიც უპირატესად ვლინდება სიმპათოადრენალური სისტემის სიმტომების აქტივაციით – ტაქიკარდიით, ტრემორით, გუგების გაფართოებით, კანის საფარველის სიფერმკრთალით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რეტრობულბური ნევრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტრობულბური ნევრიტი – (თვალის დაავ.) თვალბუდის უკან მხედველობის ნერვის ანთება ან დისტროფიული ცვლილებები. ეტიოლოგია. თვალბუდეზე ანთებითი პროცესები, მრავლობითი სკლეროზი, მეთილის სპირტით, ქინინით, პლაზმოციდით, ტყვიით, ეთილირებული ბენზინით მოწამვლა, ალკოჰოლურ – ნიკოტინური ინტოქსიკაცია. სიმპტომები. მხედველობა ქვეითდება ერთბაშად ან თანდათანობით. მწვავე მოწამვლებისას აღინიშნება სიბრმავე, სინათლეზე გუგების რეაქციების არარსებობა. ხშირად ვითარდება

Read More

რედლიხის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედლიხის სიმპტომი – (Е.  Redlich,  ავსტრიელი ფსიქიატრი)  მიდრიაზი და გუგების რეაქციის გაქრობა სინათლეზე, ისტერიული შეტევის დროს, რასაც თან ახლავს ძლიერი კუნთოვანი დაძაბულობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ერითროფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერითროფსია – მხედველობითი აღქმის დარღვევა, რომლის დროსაც ყველაფერი დანახული აღიქმება წითელ ფერად შეფერილი. შესაძლებელია წარმოიქმნას ჯანმრთელ პირებში თვალის ხანგრძლივი ფიქსაციისას კაშკაშა საგნებზე. აღინიშნება აგრეთვე ატროპინით გუგების გაფართოების, კატარაქტის გამო ბროლის ამოღების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ბუმკეს სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბუმკეს სიმპტომი – (О. С. Е. Bumke, გერ. ფსიქიატრი და ნევროპათოლოგი) ტკივილზე და ფსიქიკურ გაღიზიანებაზე გუგების გაფართოების რეაქციის არქონა; აღინიშნება შიზოფრენიის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა