Tag Archives: დაავადებებისადმი

ნერვულ – ართრიტული დიათეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნერვულ – ართრიტული დიათეზი – (ლათ. Nervus ნერვი + arthritikos ართრიტული) – კონსტიტუციის ანომალია, რომელიც ხასიათდება ართრიტებისადმი და ნერვული სისტემის დაავადებებისადმი გამოხატული წინასწარგანწყობით. ჩვილი ასაკის ბავშვებში ხასიათდება მომატებული ნერვული აგზნებადობით, ანორექსიით, სხეულის ტემპერატურის არამდგრადობით; სკოლამდელ და სკოლის ასაკის ბავშვებში – ნევროზებით, ნეიროდერმიტით, ნივთიერებათა ცვლის მოშლით. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

დიოგენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიოგენის სინდრომი – უნვითარდებათ მარტოხელა მოხუცებს, რომელთაც არ ძალუძთ საკუთარი თავის მოვლა: სიგამხდრე, ექსიკოზი, მიდრეკილება სხვადასხვა ინფექციური და სომატური დაავადებებისადმი. სინდრომი ეპონიმურად უკავშირდება ძველ ბერძენ ფილოსოფოს დიოგენის სახელს. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

habitus apoplecticus

habitus apoplecticus – ტანდაბლობის, მოკლე კისრისა და ჯმუხი ფიგურის შერწყმა სახისა და კისრის მოლურჯო – წითელი ფერის კანთან, ხშირად კანქვეშა კაპილარული ქსელის ფონზე; წარმოადგენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებისადმი, ჰიპერტონიული დაავადებებისადმი წინასწარგანწყობის შესაძლო ნიშანს.