Tag Archives: დაბალმოლეკულური

პროტამინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროტამინები – 1. დაბალმოლეკულური ცილები (მოლ. მასა 4000 – 12000), რ – ებიც მოიპოვება თევზის სპერმატოზოიდში. პროტამინები დიდი რაოდენობით შეიცავს ფუძე ამინომჟავებს, განსაკუთრებით არგინინს (70 – 80%), რაც განაპირობებს ამ ცილების საერთო ფუძე თვისებებს. პროტამინები კარგად იხსნება წყალში, მჟავე და ნეიტრალურ არეში, ილექება ტუტეებით, გაცხელებისას არ დენატურირდება.

Read More

ნექსუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნექსუსი – (nexus ლათ.nexus – შეერთება) ნაპრალისებრი შეერთება (მაcულა communicans). მოკონტაქტე უჯრედების ციტოლემის უბნები ქმნის არხებს. აქვთ უჯრედებს შორის იონების და დაბალმოლეკულური ნაერთების გადაცემის უნარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

ინტერფერონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტერფერონი – დაბალმოლეკულური დაცველობითი ცილა, რომელიც სინთეზირებულია ორგანიზმში და უჯრედულ კულტურებში და რომლებიც თრგუნავენ ვირუსების რეპროდუქციას, ასევე სხვა უჯრედშიგა პარაზიტების (რიკეტსიების, მალარიის პლაზმოდიუმის და სხვ.) გამრავლებას; გამოიყენება ვირუსული დაავადებების პროფილატიკისა და მკურნალობისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დიალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიალიზი – (ბერძნ. dyalysis – დაშლა, გამოყოფა), კოლოიდური სისტემებიდან და მაღალმოლეკულური ნაერთების ხსნარებიდან დაბალმოლეკულური მინარევების გამოყოფა ნახევრად შეღწევადი მემბრანების მეშვეობით. დიალიზისისთვის განკუთვნილი უმარტივესი მოწყობილობა – დიალიზატორი წარმოადგენს ნახევრად შეღწევადი მასალისაგან დამზადებულ პარკს ან მასრას, რომელსაც სადიალიზო სითხით ავსებენ და გამხსნელში (დისპერსიული სისტემა) ჩაყურსავენ. პარკის ნაცვლად ხშირად იყენებენ

Read More

გორგლოვანი ფილტრაცია

გორგლოვანი ფილტრაცია – თირკმელებში წყლისა და პლაზმის დაბალმოლეკულური კომპონენტების ფილტრაციის პროცესი გორგლოვანი ფილტრის გავლით, რომელიც ნაკლებად განვლადია მაღალმოლეკულური ნივიერებებისათვის, მაგალითად, ცილებისათვის. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე,არჩილ შენგელია.სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი