დეპრესია
დეპრესია (დეპრესიული სინდრომი) – ავადმყოფური მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება ფიზიკური (ზოგადი ტონუსის დაქვეთება, მოძრაობების შენელება, საკვების მონელების შენელება) და ფსიქიკური (დათრგუნული გუნებ-განწყობა, შენელებული ფსიქიკური პროცესები) დარღვევებით. ეს სიმპტომები შესაძლებელია სხვადასხვანაირად გამოვლინდეს – დათრგუნული გუნებაგანწყობით – სევდიანობით, ინტერესების დაკარგვითა და ღრმა მწუხარებით; მძიმე შემთხვევებში – საკუთარი სიკვდილის სურვილით; ფსიქიკური პროცესების შენელება ვლინდება აზროვნების შენელებით, აზროვნების „გაყინვისა“ და