Tag Archives: დონით

ჰიპოფოსფატაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფოსფატაზია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება შრატისმიერი და ქსოვილოვანი ტუტე ფოსფატაზის დაბალი დონით, ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციის დარღვევით (რაქიტი ბავშვებში, ოსტეომალაცია – მოზრდილებში) და შარდთან ფოსფოეთანოლისა და პიროფოსფატის მომატებული ექსკრეციით. დამახასიათებელია სარძევე ან მუდმივი კბილების ნაადრევი დაცვენა. დიაგნოზი დასტურდება ბიოქიმიური და რენტგენოლოგიური კვლევებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ფსიქოლოგიური კლიმატი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოლოგიური კლიმატი – პირველადი შრომითი კოლექტივის სოციალურ – ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ასახავს კოლექტივის წევრების რეალური ფსიქოლოგიის ხასიათს, შინაარსსა და მიმართულებას, რომელიც განპირობებულია მოცემული კოლექტივის საქმიანობის სოციალურ – ეკონომიკური პირობებით, ადამიანთა შორის ურთიერთდამოკიდებულების ხასიათითა და დონით, შრომის პირობებით, მისი ორგანიზაციით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

კონფიდენციალური ინფორმაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კონფიდენციალური ინფორმაცია – (ინტ.) confidential information დოკუმენტური ან სხვა სახის ინფორმაცია, რომლითაც სარგებლობა შეზღუდული ან აკრძალულია ქვეყნის კანონმდებლობით, ინტერნეტ – რესურსთან დაშვების დონით ან ქსელის ურთიერთმომქმედი სუბიექტების შეთანხმებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა