Tag Archives: ეოზინოფილურ

ეოზინოფილური გრანულოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილური გრანულოციტი – / აციდოფილური / (gra­nu­locytus acidophilus eosinophilus ბერძნ.eos – აისი, შეფერილობა) სისხლის მსხვილი თეთრი უჯრედები. სისხლის ყველა ლეიკოციტის 1 – 5% – ს შეადგენს; შეიცავს ეოზინოფილურ გრანულებს, მონაწილეობს ორგანიზმის დამცველობით რეაქციებში, უცხო ცილის მიმართ ალერ­გიულ და ანაფილექსიურ რეაქციებში. აქვთ ფაგოციტოზის უნარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More

ეოზინოფილურ – მიასთენური სინდრომი

ეოზინოფილურ – მიასთენური სინდრომი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კუნთების ტკივილებითა და სპაზმებით,  ადვილად დაღლით, სუბფებრილიტეტითა და ეოზინოფილიით პერიფერიულ სისხლში. ვლინდება პარესთეზიები, კანის ინდურაცია, კუნთოვანი სისუსტე, პოლინევროპათია. მიკროსკოპულად კანში, კუნთებში, ფასციებში აღინიშნება მიკროანგიოპათიები და ანთებითი რეაქცია. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გრანულოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გრანულოციტები – (granulocyti ლათ.granulum – მარცვალი და ბერძნ.cytos – უჯრედი) ლეიკოციტები, რომლებიც თავის ციტოპ­ლაზმაში შეიცავენ სპეციფიკურ მარცვლოვანებას. ამ მარცვლოვანების შეფერილობის მიხედვით არჩევენ ბაზოფილურ, ნეიტროფილურ და ეოზინოფილურ ლეიკოციტებს. მარცვლოვანი ლეიკოციტების, ანუ გრანულოციტებისაგან განსხვავებით, უმარცვლო ლეიკოციტებს, ანუ აგრანულოციტებს მარცვლოვანება არა აქვს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More