Tag Archives: ეოზინოფილ

სისხლმბადი ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლმბადი ორგანოები – ჰემოპოეზური ორგანოები, ორგანოები, რომელთა მთავარი ფუნქციაა სისხლის უჯრედების წარმოქმნა. სისხლმბადი ორგანოებს განეკუთვნება ძვლის წითელი ტვინი, ლიმფური კვანძები, ელენთა, მკერდუკანა ჯირკვალი. მოზრდილი ძუძუმწოვრებისა და ადამიანის მთავარი სისხლმბადი ორგანოებია ძვლის წითელი ტვინი, სადაც წარმოიქმნება ერითროციტები, გრანულოციტები (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები), აგრანულოციტები (ლიმფოციტების ნაწილი, მონოციტები) და სისხლის ფირფიტები

Read More

ეოზინოფილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილები – (eosinophiliae იხ.ეოზინოფილია) სისხლის უფერო უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს მარცვლოვანებას, რომელიც ინტენსიურად იღებება ეოზინით წითლად ან ვარდისფრად. ეო­ზინოფილები ბაზოფილურ და ნეიტროფილურ ლეიკოციტებთან ერთად­ ეკუთვნის მარცვლოვან ლეიკოციტებს, ანუ გრანულოციტებს . ისინი ვითარდებიან ძვლის წითელ ტვინში, გაივლიან რა ჰემოცი­ტობ­ლასტის, პრომიელოციტის, მიელოციტის და მეტამიელოციტის სტადიებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More

გრანულოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გრანულოციტოზი – დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში ყველა გრანულოციტის მომატებით (ბაზოფილები, ნეიტროფილები, ეოზინოფილები). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა