Tag Archives: ეპიგასტრიუმის

როზენბახის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როზენბახის სინდრომი – (О.   Rosenbach,   გერმ.   ექიმი)უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება პაროქსიზმული ტაქიკარდიის შეტევებით, გამოხატული ქოშინით, ტკივილებით ეპიგასტრიუმის არეში და საერთო სისუსტით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

კორიგანის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კორიგანის სიმპტომი – (D. J. Corrigan, ირლან. ექიმი) მუცლის წინა კედლის მკვეთრი, მკაფიოდ გამოხატული პულსაცია (განსაკუთრებით ეპიგასტრიუმის არეში), რომელიც ნიშანია აორტის ანევრიზმისა; შესაძლოა აღინიშნებოდეს ასევე გულის ჰიპერკინეზიის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დიუშენის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიუშენის სიმპტომი – (G. В. А. Duchenne, ფრან. ნევროპათოლოგი) 1. ეპიგასტრიუმის ჩავარდნა ჩასუნთქვის დროს, რაც განპირობებულია დიაფრაგმის მოძრაობის შეწყვეტით ან მკვეთრი შეზღუდვით; აღინიშნება დიაფრაგმის დამბლის, მასიური ჰიდროპერიკარდიტის, ექსუდაციური პერიკარდიტის ან ორმხრივი ჰიდროთორაქსის დროს; 2. თავის გადახრა ავადმყოფი ფეხის მხარეზე სიარულის დროს; ნიშანია ბარძაყის და coxa valga –

Read More