Tag Archives: ვულვიტი

მცირე სასქესო ბაგეების სინექიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მცირე სასქესო ბაგეების სინექიები – (გინეკ.) (მცირე სასქესო ბაგეების მიწებება), ან ბავშვებში მწებავი ვულვიტი. ვითარდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად. პერიოდულად ავადმყოფები უჩივიან შარდვის შენელებას, ხშირად მისი აღმოჩენა ხდება შემთხვევით, პროფილაქტიკური გასინჯვის დროს. მისი თვითნებურად განკურნება ხდება სქესობრივი მომწიფების დადგომისთანავე. უხეში შეხორცებითი პროცესის არსებობის შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა.

Read More

ვულვიტი, ვულვოვაგინიტი

ვულვიტი – გარეთა სასქესო ორგანოების ანთება; ხშირად შერწყმულია ვაგინიტთან. წარმოიქმნება მექანიკური, ქიმიური ზემოქმედებებით, ინფექციის განვითარების შედეგად. ვულვიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა ტკივილი და ქავილის გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, მწვავე სტადიაში გარეგანი დათვალიერებისას – ვულვის ქსოვილების ჰიპერემია და შეშუპება სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენით, შესაძლებელია დაწყლულება და ნადებების წარმოქმნა. ♦ ვაგინიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,ამაზონზე” >> ♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია

Read More