Tag Archives: ზომისაა

პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი – მდგომარეობა, რომლის დროსაც ტკივილი, რომელიც ავადმყოფს აღენიშნება ქოლეცისტექტომიამდე კვლავ რჩება ოპერციის შემდეგაც. პოსტქოლეცისტექტომური სინდრომის დროს საჭიროა განვასხვავოთ ჯგუფი დაავადებებისა, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულნი არიან ოპერაციულ ჩარევასთან, და დაავადებები რომლებიც არსებობდნენ ოპერაციამდე და შესრულებულ ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებულნი არ არიან. უკანასკნელ ჯგუფს შესაძლოა მივაკუთვნოთ: დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის

Read More

ონკოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ონკოციტები – (oncocyti ბერძნ.oncos – შებერილობა და cytos – უჯრედი) სანერწყვე ჯირკვლების ტერმინალური ნაწილების ეპითელური უჯრედები დაღუპვის წინ. ეს უჯრედები დიდი ზომისაა. მათ შებერილი ციტოპლაზმა და პიკნოზურად შეცვლილი ბირთვი აქვთ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ნორმობლასტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნორმობლასტები – (normoblasti ლათ.norma – წესი და ბერძნ. blastos – ჩანასახი) ოქსიფილური ერითრობლასტები კომპაქტური ბირთვითა და ციტოპლაზმის ვიწრო ფერსოთი, რომლე­ბიც ერითროციტების განვითარების ერთ – ერთ უკანასკნელ სტადიაში­ არიან. ისინი ნორმალური ერითროციტების ზომისაა, აქედან წარმოდგება მათი სახელწოდებაც – ნორმობლასტები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა

Read More

მეზოლეციტური კვერცხუჯრედი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზოლეციტური კვერცხუჯრედი – (ovocytus mesolecithalis ბერძნ.mesos – საშუალო და lekithos – ყვითრი) მიკროსკოპული ზომისაა, მცირე რაოდენობით შეიცავს დეიტეროპლაზმას, რომელიც თითქმის თანაბრადაა განაწილებული ციტოპლაზმაში, რის გამოც მეზოლეციტური კვერცხუჯრედის დაყოფა თუმცა სრულია, მაგრამ – არათა­ნაბარი. მაგ., ამფიბიების, მინოგის, ბაყაყის და სხვ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More

ბაქტერიული ფილტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაქტერიული ფილტრი – ბაქტერიებისა და სხვ. მიკროორგანიზმებისაგან სითხის გასაწმენდი აპარატი. ბაქტერიული ფილტრის ძირითადი ნაწილია ფორებიანი მფილტრავი ზედაპირი, რომელიც ატარებს სითხეს და აკავებს მიკროორგანიზმებს. გასაფილტრად საჭიროა გასაწმენდ სითხეზე წნევით ზემოქმედება ან მფილტრავი ზედაპირის მეორე მხარეს ჰაერის გაიშვიათება. არსებობს მინის, კერამიკული (მაგ., შამბერლანისა და ბერკეფელდის სანთლები) და მემბრანიანი ბაქტერიული

Read More